

ყველა ბილეთი გაყიდულია
გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება
2026 წლის 19-21 ივნისს, ქალაქ გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. მასშტაბური კულტურული მოვლენა საზეიმოდ 19 ივნისს გაიხსნება. ფესტივალის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილია. ღონისძიებები დაგეგმილია სამი დღის განმავლობაში და საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
19 ივნისს, ფესტივალის გახსნის საღამო მთლიანად ქართულ ფოლკლორს დაეთმობა, სადაც მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები წარსდგებიან. საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურჯაანი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცერული“, ბავშვთა ფოლკლორული გუნდი „გურჯაანი“, ლ. მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლა, გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების გუნდი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება