ღონისძიება - გალა-კონცერტი - გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა
ღონისძიება - გალა-კონცერტი - გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა

გალა-კონცერტი - გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: გურჯაანის კულტურის ცენტრი
გურჯაანის კულტურის ცენტრი

21 ივნისს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში გრანდიოზული დასკვნითი გალა-კონცერტით სრულდება.

 

საფინალო გალა-კონცერტზე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სიმფონიურ ორკესტრსა და შერეულ გუნდთან ერთად, ქართველ მსმენელს თავის ევროპის საგასტროლო ტურების ექსკლუზიურ რეპერტუარს წარუდგენს.

 

სცენაზე მაყურებელი იხილავს ქართველ შემსრულებლებს - მანანა თოდაძესა და კოტე ყიფიანს.

 

ღონისძიების საერთაშორისო სტატუსს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს სპეციალური სტუმრის მონაწილეობა: საგანგებოდ ამ დღისთვის ფესტივალს შეუერთდება მსოფლიო აღიარების მქონე ესპანელი ლირიული სოპრანო ევა მარკო, რომელიც დაუვიწყარ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს.

 

დასკვნითი საღამო შეაჯამებს იმ დიდ შემოქმედებით ტალღას, რომელმაც კახეთის რეგიონი ქვეყნის მთავარ კულტურულ ეპიცენტრად აქცია და საფუძველი ჩაუყარა მომავალ მასშტაბურ საერთაშორისო თანამშრომლობებს.

 

მხარდამჭერები:

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება