

18 დეკემბერი - FULA CALYPSE
პოეტური ლირიკა და ინდივიდუალური მუსიკალური სტილი. 18 დეკემბერს აკადემიაში, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის - FULA CALYPSE-ს კონცერტი გაიმართება.
FULA CALYPSE — ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი და ტექსტების ავტორია, რომელიც გამოირჩევა პოეტური ლირიკითა და ინდივიდუალური მუსიკალური სტილით. მისი შემოქმედება უკვე მრავალი წელია აერთიანებს სხვადასხვა თაობის მსმენელს და ქართულ ჰიპ-ჰოპში საკუთარ, გამოკვეთილ ადგილს იკავებს. ხანგრძლივი სასცენო პაუზის შემდეგ FULA ერთგულ მსმენელს სრული ლაივითა და მათთვის საყვარელი ტრეკებით ხვდება.
საღამოს გახნის დიჯეი: ZIKO.
კარის გახსნა: 21:00
მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002
ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი - ძმები კაკაბაძეების ქ. N2
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება