ღონისძიება - ფრანი - 20 წლის შემდეგ - ქუთაისი
ღონისძიება - ფრანი - 20 წლის შემდეგ - ქუთაისი

ფრანი - 20 წლის შემდეგ - ქუთაისი

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Sparks
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი

19 იანვარს, ჯგუფი ფრანი, 20 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში ბრუნდება და მსმენელს მონატრებულ სიმღერებს - ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, გაუზიარებს. 

 

ჯგუფი ფრანი შეიქმნა 2005 წელს, ორი ავტორშემსრულებლის- შოთა ზაქარაიას და გაგა ჩიხლაძის კოლაბორაციის შედეგად, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე პოპულარობა  მოიპოვა ყველა ასაკის მსმენელში, მათ ჟანრში დომინირებს ქართული ქალაქური , ფოლკის,როკის, რეგის და ალტერნატიული მუსიკის სინთეზი, მათი ტექსტები გულწრფელად გადმოცემს ადამიანთა ემოციებს, სიყვარულს, თავისუფლებას და როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ "უბრალოდ ცაში ფრენას",არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვთ რამოდენიმე ათეული სოლო კონცერტი და ასევე რამოდენიმე ათეული სინგლის ავტორები არიან.
 

------

19:00 - კარის გახსნა
20:00 - ჯგუფი ფრანი (კონცერტის დასაწყისი)

------

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 10+

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება