

ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური დრამა
" ფიროსმანი "
ეძღვნება თამაზ გოდერძიშვილს
ზვიად ბოლქვაძის მუსიკალურ დრამა „ფიროსმანი“ — მასშტაბური მუსიკალურ-სცენური ნაწარმოებია, რომელიც დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების ფილოსოფიურ გააზრებას გვთავაზობს.
სპექტაკლი არ წარმოადგენს მხატვრის ცხოვრების ქრონოლოგიურ თხრობას. ეს არის სიმბოლოებითა და ღრმა ემოციებით დატვირთული დრამატული წარმოდგენა, რომელიც მაყურებელს ფიროსმანის შინაგან სამყაროში ამოგზაურებს. წარმოდგენა ასახავს ხელოვანის მარტოობას, სიყვარულს, შემოქმედებით თავისუფლებას, ტკივილსა და იმ სულიერ გზას, რომელმაც მისი სახელი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში უკვდავყო.
ზვიად ბოლქვაძის ორიგინალური მუსიკა,სამსახიობო ოსტატობა, ქორეოგრაფია და შთამბეჭდავი სცენური გადაწყვეტა, ქმნის ერთიან მხატვრულ სივრცეს, სადაც მუსიკა, დრამა და ვიზუალური ხელოვნება ერთმანეთთან ჰარმონიულად ერთიანდება. სპექტაკლი მაყურებელს ახლებურად დააფიქრებს ნიკო ფიროსმანის პიროვნებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობაზე.
„ფიროსმანი“ წარმოადგენს თანამედროვე ქართული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევარს.
ფიროსმანი - კახა კობალაძე
სიკვდილი - თათია თათრაშვილი
რეჟისორი - ზაზა სიხარულიძე
მხატვარი - ვახტანგ ბესელია
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
მხატვრული განათება - კახა გიგინეიშვილი, ირაკლი კრასნაპოლსკი
ხმის რეჟისორი - ვერა ქებულაძე
ხმის ოპერატორი - ჯაბა მახარაძე
პროექცია - ნიკა კრასნაპოლსკი
ტექნიკური რეჟისორი - ლანა მამეიშვილი
მისამართი ბათუმის ხელოვნების ცენტრი - ო. დიმიტრიადის ქ. №1
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება