ღონისძიება - კინომუსიკა კინოს გარეშე: ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები
ღონისძიება - კინომუსიკა კინოს გარეშე: ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები

კინომუსიკა კინოს გარეშე: ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
ოთხ
30 სექ, 20:00
10 ₾
ორგანიზატორი: თეატრი ჰარაკი / პროექცია 24
თეატრი ჰარაკი, მელიქიშვილის N20

გიორგი კობერიძის მუსიკალური ნაწარმოები "ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები."- შექმნილია კინოდარბაზებისთვის, თუმცა არ აქვს გამოსახულება. მსმენელი ორი საათისა და 40 წუთის განმავლობაში ბნელ კინოდარბაზში ზის, სადაც მუსიკის გარდა არაფერი ისმის. 

 

ნაწარმოები იქმნებოდა სამი წლის განმავლობაში და მასში გამოყენებული საკომპოზიტორო ტექნიკა მიახლოებულია კინომუსიკის ტექნიკასთან, ამიტომაც მის აღსაწერად შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი - კინომუსიკა კინოს გარეშე. ფორმა კი, რომლის მიხედვითაც აგებულია ნაწარმოები, მიახლოებულია კინო-დრამატურგიასთან, სადაც მსმენელს შეხვდება ხმოვანი პერსონაჟები, ისტორიები და ადგილები.

მუსიკალური ნაწარმოების ხანგრძლივობა: 2 სთ, 40 წთ

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება