ღონისძიება - ერისიონი - ქართული საგანძური
ღონისძიება - ერისიონი - ქართული საგანძური

ერისიონი - ქართული საგანძური

ორგანიზატორი: ერისიონი
პარ, 30 ოქტ, 20:00
თბილისის სპორტის სასახლე

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ შოუ-პროგრამას „ქართული საგანძური“ წარადგენს.

 

საათ-ნახევრის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს სასიმღერო ნიმუშები, რომელიც აქამდე არ ყოფილა ანსამბლის პროგრამაში, რაზეც ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ლოტბარმა ხანგრძლივად იმუშავეს, ასევე ქორეოგრაფიული სიახლეები, მაყურებელი იხილავს მთავარი ქორეოგრაფის მოძიებულ და სცენაზე გადმოტანილ ძველ ნიმუშებს.

 

„ქართული საგანძური“ აერთიანებს „ერისიონისთვის“ დამახასიათებელ უნიკალურ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ტრადიციებს, თანამედროვე სცენურ გადაწყვეტებთან. მაყურებელს ელოდება ქართული სიმღერისა და ცეკვის, ტრადიციისა და თანამედროვე სცენური ხელოვნების განსაკუთრებული სინთეზი.


 

ასაკობრივი შეზღუდვა: 6+

 

კარის გაღების დრო: 18:30

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

 

 

ფასი
60 ₾-დან