

საახალწლო საჩუქარი ქართველ მსმენელს - ახალი პროგრამა რომელიც ჯერ არ მოგისმენიათ და მთავარი ჰიტები, რომლებიც ასე ძალიან გიყვართ - 27 დეკემბერს, თბილისის ძველ სპორტის სასახლეში - SPARKS წარმოგიდგენთ, ცნობილი ქართველი მომღერლის, კომპოზიტორისა და ფოლკლორული მუსიკის შემსრულებლის - დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტს. მონაწილეობენ: ანსამბლი “თაობა” და ბენდი “EXPERIMENT”.
დათო კენჭიაშვილი - ქართველი მომღერალი და მუსიკოსია, რომელმაც თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი ფოლკლორისა და პოპ-მუსიკის სინთეზით დაიმკვიდრა. მისი შემოქმედებითი გზა ბავშვობიდანვე ფოლკლორულ ანსამბლებს უკავშირდება,სადაც ჩამოყალიბდა მისი ავთენტური ვოკალური სტილი და ქართული ხალხური მუსიკის ღრმა სიყვარული, თუმცა ფართო აუდიტორიამ იგი განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც ტრადიციული მთიულური და ქალაქური მოტივები თანამედროვე ელექტრონულ არანჟირებებს შეუხამა.
მისმა შესრულებულმა ჰიტებმა — „შენმა სურვილმა დამლია“, „რამდენი მალოდინე“, „ბინდისფერია სოფელი“ და „სამშობლო“ — მსმენელის უდიდესი აღიარება მოიპოვა და ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა დააგროვა. კარიერის განმავლობაში მომღერალმა არაერთი დასამახსოვრებელი დუეტი ჩაწერა სხვადასხვა თაობის ქართველ შემსრულებლებთან, ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელი მსმენელის დიდი ინტერესიდან გამომდინარე კი, წარმატებული სოლო კონცერტები და გასტროლები გამართა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქტიური სასცენო მოღვაწეობის პარალელურად, დათო კენჭიაშვილმა დააარსა საკუთარი სტუდია, სადაც ახალგაზრდა თაობას ქართულ ხალხურ სიმღერასა და ვოკალს ასწავლის. დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ქართველ არტისტად რჩება, რომლის კონცერტებიც ყოველთვის განსაკუთრებული ემოციურობითა და სრული ანშლაგით გამოირჩევა.
კარის გახსნა: 18:00
კონცერტის დასაწყისი: 20:00
ასაკობრივი შეზღუდვა 6+
(ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
მისამართი: ძველი სპორტის სასახლე | თბილისი - 26 მაისის მოედანი N1
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება