

14 ნოემბერი - DA TI
მოემზადე სრულიად განსხვავებული მუსიკალური გამოცდილების მისაღებად. 14 ნოემბერს წარმოდგიდგენთ, პოპულარული არტისტის DA TI-ს კონცერტს, აკადემიაში.
DA TI არის თანამედროვე სოლო არტისტი და ელექტრონული პოპ მუსიკის შემსრულებელი, რომლის შემოქმედებაც გამოირჩევა მელოდიური, რბილი ვოკალითა და პოლირებული, დახვეწილი ჟღერადობით.
მუსიკალურ სცენაზე მან ყურადღება მიიქცია ისეთი სინგლებით, როგორიცაა „Run Like Forrest Gump“, „Dream“, „Something I Could“ და „Take Me There“. მისი შემოქმედება აერთიანებს ელექტრონული მუსიკისა და პოპის ელემენტებს, ხოლო ემოციური და ატმოსფერული ტექსტები მსმენელში ხშირად შინაგან ძიებებთან და ოცნებებთან არის დაკავშირებული. არტისტმა მსმენელს ასევე წარუდგინა ახალი რელიზი სახელწოდებით DATIVERSE, რომელიც კიდევ უფრო მეტად აფართოებს მის მუსიკალურ სამყაროს.
კარის გახსნა: 21:00
ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)
მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება