

2026 წლის 15 ოქტომბერს, 34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელგანთქმული ანსამბლი „კრემერატა ბალტიკა“. კამერული ორკესტრი აერთიანებს პროფესიონალებს ბალტიის ზღვის ქვეყნებიდან და უკვე 30 წელია ისინი ცნობილი მევიოლინის, გიდონ კრემერის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდიან. თბილისში ისინი შეასრულებენ ლ.ვ. ბეთჰოვენის, გ. მალერის, ა. პიაცოლას, ჰ. ფონ ბიბერისა და მ. ვაინბერგის ნაწარმოებებს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება