

19 დეკემბერს ზამთრის დაუვიწყარ საღამოზე გიწვევთ, ამჯერად არა მხოლოდ ბითიუელებს!
ახლა უკვე შეგიძლიათ ივენთზე თქვენს მეგობრებთან, შეყვარებულებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოსვლა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები! ❄️❤️
Hi Tbilisi-ში გელოდებათ ცოცხალი მუსიკა, გამორჩეული არტისტები, DJ სეტები და განსაკუთრებული ატმოსფერო.
ამ საღამოს ერთ სცენაზე ქართული მუსიკის ორი განსხვავებული სტილი გაერთიანდება — ტრადიციული და თანამედროვე.
SunDraw & Vako თანამედროვე ქართული მუსიკითა და განსხვავებული ჟღერადობით შექმნიან განსაკუთრებულ განწყობას, შუაღამისას კი სცენას საღამოს მთავარი არტისტი, ალილო, დაიკავებს. მათთან ერთად გავიხსენებთ ყველასთვის საყვარელ ქართულ სიმღერებს, შევიგრძნობთ ტრადიციული ქართული მუსიკის ხიბლს და ერთად ვიმღერებთ.
საღამოს მუსიკალურ მრავალფეროვნებაზე ასევე იზრუნებენ GEORRGE, LOMJ და AKO B2B CHELO, რომლებიც თავიანთი DJ სეტებით შექმნიან ენერგიულ და საცეკვაო ატმოსფეროს.
LINE-UP:
🎧 GEORRGE
🎧 LOMJ
🎤 SunDraw & Vako — 22:00
🎤 ალილო — 00:00
🎧 AKO B2B CHELO
ბილეთების კატეგორიები:
STANDARD — პირველი სართული
VIP — 100 ₾
დასწრების პირობები:
არაბითიუელ სტუმრებს ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ბითიუელთან ერთად მოსვლის შემთხვევაში. თითოეულ სტუმარს უნდა ჰქონდეს ბილეთი.
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 📞 597 561 670
კარის გაღება: 20:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
❗ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ღონისძიება წარმოადგენს სტუდენტების დამოუკიდებელ ინიციატივას და არ არის ორგანიზებული უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ღონისძიების ორგანიზატორები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება