

ყველა ბილეთი გაყიდულია
Bike Summer Fest 2026 არის სამდღიანი საზაფხულო ფესტივალი, რომელიც 24-25-26 ივლისს ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალი აერთიანებს ბაიკერულ კულტურას, მუსიკას, სპორტულ აქტივობებს, კემპინგს, ზღვის ატმოსფეროსა და მრავალ გასართობ სივრცეებს.
ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს დახვდებათ სამი განსხვავებული მუსიკალური დღე:
პარასკევი:
Torghva & Mziani Ghame,The Moving Object, Alter Night, DEAdpILOT, Levan Kanda, Anna Sue, Kassra, AV Tandil
შაბათი:
Caravandead, Tape Visitors, TAMADA & CHVENEBUREBI, PROJECT LIFE IS LIFE
კვირა:
In dissent, Little Rocks, XresinteciaX, GAMOUVALI MDGOMAREOBA, Holy Moly, Dioskurio x Guja Mardini, Guri De Sal, Joe C x Shio
ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, მინი ბარები, VIP ლაუნჯი, კემპინგის ზონა, ფოტოზონა, სუვენირების სივრცე და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
Founder Ticket
Founder Ticket წარმოადგენს Bike Summer Fest-ის განსაკუთრებულ კატეგორიას.
ამ კატეგორიის ბილეთის თითოეული მფლობელი გახდება Bike Summer Fest-ის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და მიიღებს უნიკალურ პრივილეგიას - Bike Summer Fest-ის მიერ მომავალში ორგანიზებულ ყველა ფესტივალსა და ღონისძიებაზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობას.
აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ Founder Ticket-ის მფლობელებზე და წარმოადგენს ერთჯერად შესაძლებლობას, რომელიც პირველ ფესტივალთან დაკავშირებით შეიქმნა.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება