

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ღონისძიებაზე ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. Early Bird და Basket 1 კატეგორიის ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. გირჩევთ, ბილეთები წინასწარ შეიძინოთ
25 სექტემბერს თბილისში, Republic Event Hall-ში პირველად საქართველოში გაიმართება თურქი არტისტის Berat Mert Demir-ის განსაკუთრებული Live ივენთი.
Berat Mert Demir პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მსმენელის წინაშე ცოცხლად წარდგება თავისი გამორჩეული მუსიკითა და პოპულარული ჰიტებით.
მოემზადეთ ემოციური და ენერგიული საღამოსთვის, რომელიც აერთიანებს თანამედროვე თურქულ პოპს, ალტერნატიულ და ელექტრონულ ჟღერადობას.
ასევე დაუკრავენ DJ Bessarionn და კიდევ ერთი სპეციალურად მოწვეული DJ, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გამჟღავნდება
კარის გაღება — 22:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 20+
მაგიდების და VIP-მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით +995 574 070 808
მაგიდის შეძენის შემთხვევაში, თანხაში შედის მხოლოდ შესასვლელი ბილეთის საფასური.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება