ღონისძიება - ბავშვთა დღე თბილისი ჰილსში
ღონისძიება - ბავშვთა დღე თბილისი ჰილსში

ბავშვთა დღე თბილისი ჰილსში

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: თბილისი ჰილსი, SOLO
ორშ, 1 ივნ, 15:00
ONO at Hills

​„თბილისი ჰილსი“ და SOLO გიწვევთ 1-ელ ივნისს წლის ყველაზე მასშტაბურ, ფერად და ემოციებით სავსე საოჯახო დღესასწაულზე! გაატარეთ დაუვიწყარი დღე ბუნებაში თქვენს პატარებთან ერთად. 

 

​თარიღი: 1 ივნისი, 2026 

​დრო: 15:00 - 20:00 საათამდე  

​ლოკაცია: ONO at Hills („თბილისი ჰილსი“) 

 

აღმოაჩინეთ საინტერესო ზონები და ჩვენი პარტნიორები: 

​„თბილისი ჰილსის“ უზარმაზარი ტერიტორია ამ დღისთვის სპეციალურად სხვადასხვა თემატურ სივრცედ გადაიქცევა. ღონისძიების პარტნიორებთან ერთად, თითოეულ ზონაში განსაკუთრებული თავგადასავალი და ემოცია გელოდებათ თქვენ და თქვენს პატარებს. 

 

4 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა

 

ადგილზე დაგხვდებათ: 

​• დიდი გასაფერადებელი ბანერი - უზარმაზარი შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვები ერთად შექმნიან ერთ დიდ, ფერად ნამუშევარს. 

 

​• ფრანების ვორქშოპი - პატარები საკუთარი ხელით ააწყობენ, გააფერადებენ და შემდეგ ერთად ააფრენენ ფრანებს. 

 

​• საპნის ბუშტების ვორქშოპი - ჯადოსნური სივრცე გიგანტური და ფერადი საპნის ბუშტების შესაქმნელად. 

 

​• ეზოს თამაშების პროგრამა - სახალისო და აქტიური გუნდური თამაშები ღია ცის ქვეშ მთელი ოჯახისთვის. 

 

​• TRANSPORTER - კვადროციკლები, ბაგები და თავგადასავლებით სავსე აქტივობები ბავშვებისა და მშობლებისთვის. 

 

​• Geo Sky School - პატარა ავიატორებისა და აღმომჩენების კუთხე შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით. 

 

​• Porsche - სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილი ინტერაქციული აქტივობები და განსაკუთრებული შეთავაზებები. 

 

​• Scoopee - უგემრიელესი ნაყინის მრავალფეროვანი არჩევანი ზაფხულის იდეალური განწყობისთვის. 

 

​• ავერსი - განსაკუთრებული საჩუქრები მშობლებისთვისა და ბავშვებისთვის.

 

​• ONO at Hills - ფუდ-კორტები და სპეციალური პიკნიკ-მენიუ ყველა ასაკის სტუმრისთვის 

 

​SOLO Lounge Experience 

​ხოლო მშობლებისთვის, ვისაც აქტიური გართობის პარალელურად მშვიდ გარემოში განტვირთვა და კომფორტულად დასვენება სურს, ადგილზე SOLO-ს ექსკლუზიური ლაუნჯ სივრცეები დაგხვდებათ.

 

​⚠️ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია! 

 

 

ღონისძიების მთავარი პარტნიორი:

 სნო

 

პარტნიორები:

პორშე

ტრანსპორტერი 

სკოლა ჯეო სქაი

ავერსი

Scoopee

ONO at Hills

 

გისურვებთ დაუვიწყარ საოჯახო დღესასწაულს