ღონისძიება - Avangart Tabldot by NOISE – Tropicos Batumi
ღონისძიება - Avangart Tabldot by NOISE – Tropicos Batumi

Avangart Tabldot by NOISE – Tropicos Batumi

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი
60 ₾
ორგანიზატორი: NOISE
სამ, 4 აგვ, 23:59
Tropicos Batumi

4 აგვისტოს - Tropicos ბათუმში - NOISE წარმოგიდგენთ - დიჯეებისა და პროდიუსერების ტრიო — Avangart Tabldot, ცნობილი მელოდიური ჰაუსის, ინდი დენსისა და გრუვზე ორიენტირებული ელექტრონული ჟღერადობების შთამბეჭდავ მუსიკალურ გარდასახვით.

პროექტი Avangart Tabldot მსგავსი ხედვის მქონე ბავშვობის მეგობრებისატას (Ata), აიტეკისა (Aytek) და სემიჰის (Semih) იდეით შეიქმნა. მათმა მულტიდისციპლინურმა შემოქმედებითმა გამოცდილებამ მოდის, კინოწარმოების, ფერწერისა და ვიზუალური ხელოვნების სფეროებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი, როგორც ერთიანი არტისტის (AT), საბოლოო იდენტობის ჩამოყალიბებაში.

 

თითოეული მათგანის უნიკალური შთაგონება და მრავალჟანრობრივი გემოვნებადაწყებული კლასიკიდან, დასრულებული უახლესი, მოწინავე ჟღერადობითმათ ნამუშევრებსა და დიჯეი სეტებს ყოველთვის უბადლო სინთეზად აქცევს, რომელსაც მხოლოდ ერთი უცვლელი წესი აქვს: შექმენი გრუვი (bring the groove)! ტრიოს წევრებს შორის არსებული სახალისო, შეჯიბრებითი დინამიკა კარგად აისახება საბოლოო შედეგზე, რაც მათ მიერ შექმნილი და დაკრული მუსიკის ორგანულ შერწყმაში გამოიხატებაეს კი, როგორც თავად უწოდებენ, „კოლექტიურ ხელოვნების ნიმუშსბადებს.

 

ტრიომ საკუთარი ლეიბლი Crib Records 2023 წელს, 3-თრეკიანი მინი-ალბომით (EP) „My God, You Never Loved Me“ აამუშავა. ბარსელონაში, Off-Sónar-ის ფარგლებში, მათ წარადგინეს სრულიად ახალი ივენთ-სერია „Looking For A Crib“ — კონცეფცია, რომელიც მათ მზარდ გლობალურ აუდიტორიას ჰპირდება განსაკუთრებულ მუსიკალურ მოგზაურობას უნიკალური და ინტიმური გამოცდილებებით; ეს პროექტი საგულდაგულოდ არის კურირებული, რათა წარმოაჩინოს თითოეული არტისტი, ლოკაცია და ქალაქი, რომელიც CRIB-თან არის დაკავშირებული.

 

იმავე წლის ივლისში, წლის ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი თრეკი „Secret Places“ (Echonomist-ის მონაწილეობით) ცნობილ ლეიბლზე Innervisions გამოიცა, მომენტალურად იქცა საზაფხულო ჰიმნად და Avangart Tabldot- მსოფლიო აღიარება მოუტანა. წლის საუკეთესოდ დასაგვირგვინებლად კი მათ დღემდე ყველაზე პოპულარული რელიზი შემოგვთავაზესჯგუფ Hall & Oates-ის კლასიკად ქცეული ჰიტის, „Out Of Touch“-ის ოფიციალური საიუბილეო რემიქსი (მიძღვნილი სიმღერის 40 წლის იუბილესადმი), რომელიც Sony Music-ის შემადგენელმა ლეიბლმა, RCA Records-მა გამოსცა.

 

▪️ კარის გახსნა: 00:45

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222

Tropicos Batumi განთავსებულია Mono Hall Batumi-ს ტერიტორიაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება