

ყველა ბილეთი გაყიდულია
2025 წლის 21 დეკემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი'' 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო სოლო კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართავს.
კონცერტზე შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები - როგორც მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, ისე განახლებული რეპერტუარი. მაყურებელი ასევე მოისმენს ქართული თანამედროვე პროფესიული საგუნდო მუსიკის რამდენიმე ნიმუშსაც.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საინფორმაცია მხარდამჭერი - ტელეკომპანია იმედი.
ხანგრძლივობა: 1 საათი და 40 წუთი
ასაკობრივი შეზღუდვა: 6+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება