

„ანიდან ჰაემდე“ — კახაბერი და ხანუმებისა და Bachana Dance Company-ის ერთობლივი სანახაობა
ბაჩანა ჭანტურიას ცეკვისა და ხელოვნების კომპანიის (BDC) სივრცეში გაიმართება კახაბერ ცისკარიძის პროექტ KAHABERI & KHANUMS-ისა და BACHANA DANCE COMPANY-ის ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შოუ „ანიდან ჰაემდე“.
საღამო მაყურებელს საქართველოს კუთხეებში დინამიკურ მოგზაურობას სთავაზობს, სადაც რეგიონული ფოლკლორი და ქალაქური მელოდიები თანამედროვე რიტმებს ერწყმის. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება როგორც კარგად ნაცნობი ჰიტების განახლებული ვერსიები, ისე სპეციალურად ამ კონცერტისთვის შექმნილი კომპოზიციები.
ბაჩანა ჭანტურიას ქორეოგრაფიული დადგმა მუსიკასთან ერთად ერთიან თეატრალიზებულ ამბავს ქმნის, რომელიც ქართულ ფესვებსა და თანამედროვე ჟღერადობას აერთიანებს.
კონცერტის შემდეგ მუსიკალურ პროგრამას აგრძელებს Dj set by Gvancik
ადგილზე ფუნქციონირებს ბარი.
კარის გაღების დრო - 20:00
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება