

SOLO Mastercard World elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.
Amy Winehouse Tribute
კვირა, 22 ნოემბერი
22:00 საათი
1984 • რუსთაველის გამზირი 37
შემსრულებლები:
• მარიამ უსანეთაშვილი - ვოკალი
• ლუკა ტაბატაძე - კლავიში
• ნოე გაბაშვილი - ბასი
• ნიკო მანთიძე - გიტარა
• დემეტრე ღამბაშიძე - საქსოფონი/ პერკუსია
• დემნა ამაშუკელი - დრამი
Amy Winehouse - უნიკალური ხმა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
ემი უაინჰაუსი იყო ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც ჯაზი, სოული და R&B თავის გამორჩეულ მუსიკალურ სტილში გააერთიანა.
მისმა განსაკუთრებულმა ხმამ და გულწრფელმა, ემოციურმა სიმღერებმა ის თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ არტისტად აქცია. მისი საკულტო ალბომი “Back to Black” და ისეთი ჰიტები, როგორიცაა “Rehab”, “Back to Black” და “You Know I’m No Good”, დღემდე მილიონობით მსმენელს უყვარს.
ემი უაინჰაუსმა მხოლოდ 27 წელი იცხოვრა, თუმცა მისი მუსიკა და უნიკალური სტილი დღემდე ცოცხლობს.
მაგიდის დაჯავშნა: 558 288 193
საღამოს მხარდამჭერი: მეღვინეობა ჩელთი
გენერალური სპონსორები: SOLO & Mastercard
მაღალი ხარისხის ხმის სისტემა: dB Labs
ბილეთები არ ბრუნდება