ღონისძიება - ალადინი
ღონისძიება - ალადინი

ალადინი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
ორშ
26 ოქტ, 19:00
-დან35 ₾
სამ
27 ოქტ, 19:00
-დან35 ₾
ორგანიზატორი: მარიამ უგრეხელიძის კამერული საბალეტო დასი
გრიბოედოვის თეატრი

26 და 27 ოქტომბერს , საბალეტო დასი წარმოგიდგენთ ახალი ორმოქმედებიანი ბალეტი " ალადინის " პრემიერას. თქვენს წინაშე გადაიშლება იდუმალი აღმოსავლეთის თვალისმომჭრელი სამყარო, ოქროთი განათებული სასახლეები, ხმაურიანი ბაზრები, საიდუმლოებით მოცული გამოქვაბულები, უძველესი ლეგენდები და ჯადოსნური ლამპარი, რომელსაც ბედისწერის შეცვლა შეუძლია…

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აგრაბაში!

 

აქ იწყება ალადინისა და პრინცესა ჟასმინის საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელსაც წინ აღუდგება ჯაფარის ბნელი ძალა და ძალაუფლების წყურვილი. აღმოსავლური ფუფუნება, ჯინის ჯადოსნობა, სულთნის დიდებული სასახლე, ბრწყინვალე კოსტიუმები, შთამბეჭდავი დეკორაციები, მუსიკა და ქორეოგრაფია ერთ მთლიან ზღაპრულ სამყაროდ გაერთიანდება.

 

ერთი საღამო. ერთი ჯადოსნური ლამპარი. სამი სურვილი. და სიყვარული, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ დაამარცხებს. მოგზაურობა იწყება იქ, სადაც რეალობას ზღაპარი ცვლის…

 

აგრაბას კარიბჭე მალე გაიხსნება. თქვენი ადგილი ამ ზღაპარში უკვე გელოდებათ.

 

საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი: მარიამ უგრეხელიძე.

 

საღამოს ორგანიზატორი და კოსტიუმების მხატვარი: მადონა ნიორაძე.

 

ხანგრძლივობა: 2  საათი  ( შესვენება 15 წთ )

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 3+

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება