

ყველა ბილეთი გაყიდულია
12 ივნისს - მთაწმინდის პარკში - Mono Hall და Boom Boom Booking Angecy წარმოგიდგენთ, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ელექტრონული მუსიკის დუოს - Adriatique.
Adriatique - ადრიან შალას და ადრიან შვაიცერის ელექტრონული მუსიკის პროექტია. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2008 წელს, როდესაც ციურიხში გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ერთობლივი მუსიკალური შემოქმედების დაწყება გადაწყვიტეს. მათი კავშირი მრავალფეროვანი მუსიკალური გავლენების , უნიკალური ჟღერადობის შექმნაში გამოიხატება, რის დემონსტრირებასაც, პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იდეალურად ახდენს, როგორც სტუდიური, ასევე ცოცხალი გამოსვლების დროს.
2012 წელს Diynamic Music-თან თანამშრომლობის შემდეგ, Adriatique-მა ინდუსტრიაში მნიშვნელოვნი რეპუტაცია მოიპოვა. თანამშრომლობდნენ რა ისეთ ცნობილ ლეიბლებთან, როგორიცაა Afterlife, ხოლო 2016 წელს დააფუძნეს საკუთარი მუსიკალური ლეიბლი Siamese. Siamese ახალი ტალანტებისთვის პლატფორმას წარმოადგენს და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის მიწოდების იდეალური გზაა.
Adriatique-ის ალბომი "Nude," რომელიც 2018 წელს გამოვიდა, ხელოვნების მნიშვნელოვანი ევოლუცია იყო. მათი ნამუშევრებიდან, შეგვიძლია გამოვყოთ, ბოლო დროინდელი რემიქსები, ისეთი არტისტების ტრეკებზე, როგორიც არის: RÜFÜS DU SOL და Swedish House Mafia, რომელიც The Weeknd-ის მონაწილეობითაა.
ღონისძიებების სერია X, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, Adriatique-ის შემოქმედებითი გავლენის გაღრმავების საშუალებას იძლევა და ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ფართო მასშტაბიანი შოუა, ელეექტრონული მუსიკის სცენაზე. აღნიშნული შოუ, უკვე არაერთხელ გაიმართა ისეთ ქალაქებში როგორიცაა: თელ ავივი, იბიცა და ამსტერდამი.
TIMETABLE
23:00 - 00:00 SHADDAIS (HYBRID SET)
00:00 - 02:00 BREATHDUB
02:00 - 04:00 JINO DOLLINI
04:00 - 07:00 ADRIATIQUE (SUNRISE SET)
07:00 - 08:00 CCINNI
ღონისძიება ჩატარდება, მთაწმინდის პარკში, ღია სივრცეში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლოკაციაზე მოსახვედრად შეგიძლია გამოიყენო მთაწმინდის პარკის საბაგირო და ფუნიკულიორი: https://biletebi.ge/Hidden/tbilisi-sabagiro
წესებსა და აკრძალულ ნივთებს გაეცანით მითითებულ ბმულზე: https://biletebi.ge/static-pages/monohall-terms
VIP Tables დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 595 05 00 02
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება