

ყველა ბილეთი გაყიდულია
შაბათს, 21 თებერვალს Noble Savage მასპინძლობს შვეიცარიულ დუოს — Adolpho & Franky. საღამოს გახსნის გამორჩეული ლოკალური არტისტი Vakomey.
Folklor / Folklor Nation-ის დამფუძნებლები Adolpho და Franky, ლოზანაში ჩამოყალიბებული დუეტია. ისინი ცნობილნი არიან ხარისხზე ორიენტირებული, ჟანრებს შორის თავისუფლად მოძრავი სეტებით — მინიმალიდან ჰაუსამდე.
ბერლინიდან იბიცამდე სხვადასხვა გავლენიან სივრცეში დაკვრის შემდეგ, 21 თებერვალს ისინი Noble Savage-ში დაუკრავენ.
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება