ღონისძიება - ნიაზ დიასამიძე 33ა – Mono Hall Batumi
ღონისძიება - ნიაზ დიასამიძე 33ა – Mono Hall Batumi

ნიაზ დიასამიძე 33ა – Mono Hall Batumi

აირჩიე ბილეთი
Regular
60 ₾
ორგანიზატორი: Mono Hall Batumi
ხუთ, 27 აგვ, 23:00
Mono Hall Batumi

27 აგვისტოს - ზაფხულის სეზონის მიწურულს, ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსი და ჯგუფი - ნიაზ დიასამიძე და 33, კიდევ ერთხელ შეხვდება მსმენელს - Mono Hall ბათუმში.

 

სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

 

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

 

------

21:00 - კარის გახსნა
23:00 - კონცერტის დასაწყისი

------

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)

 

📱 მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 597 322 222

 

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
 

აკრძალული ნივთები

ღონისძიებაზე კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება