ღონისძიება - 28/03 ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“
ღონისძიება - 28/03 ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“

28/03 ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: კახიძის მუსიკალური ცენტრი
კახიძის მუსიკალური ცენტრი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 2026 წლის 28 მარტს წარმოგიდგენთ ვახტანგ კახიძის „რეკვიემს“. კონცერტში, რომელსაც თავად ავტორი უდირიჟორებს, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი ბიჭუნა - დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი - სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, მამაკაცთა ვოკალური სექსტეტი - გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი კანანაძე, მერაბ სამყურაშვილი.

 

 

28 მარტს, "რეკვიემი"- ს შესრულება მიეძღვნება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას

 

ამავე კონცერტში, შედგება  ვახტანგ კახიძის ნაწარმოების - "Pie Jesu Domine" (მოწყალეო უფალო იესო) პრემიერა, რომელიც კომპოზიტორმა პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება