

ყველა ბილეთი გაყიდულია
1 იანვარს, სასტუმრო ტელეგრაფი, SOLO და Visa-სთან ერთად წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ მუსიკალურ საღამოს.
ქალაქის შუაგულში, ღია ცის ქვეშ მდებარე Courtyard Bar-ში, საღამოს პირველ ნაწილს 18:00 საათიდან გაუძღვება თემურიკო დიასამიძე, ხოლო მეორე ნაწილს გააგრძელებს Spencer Parker-ი.
თემურიკო დიასამიძე თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეია, ცნობილია თავისი გამორჩეული პროდაქშენებითა და საინტერესო კოლაბორაციებით. ის სხვადასხვა ჟანრს ელექტრონულ მუსიკასთან აერთიანებს და ქმნის მსმენელისთვის გამორჩეულ გამოცდილებას.
Spencer Parker-ი კი, ჰაუსისა და დისკოს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და შთამაგონებელი ფიგურაა. ის ცნობილია თავისი მდიდარი მუსიკალური ხედვით, დაუვიწყარი სელექციითა და სცენაზე საოცარი ქარიზმით. მისი სტუმრობა თბილისში იშვიათი შესაძლებლობაა, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.
კარი იღება: 17:00
დასაწყისი: 18:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 25+
აღნიშნეთ ახალი წლის პირველი საღამო სასტუმრო ტელეგრაფში!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად SOLO Visa ბარათის მფლობელთათვის, ბარათით გადახდისას მოქმედებს 20% -იანი ფასდაკლება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება