ღონისძიება - 02/07 სიმფონიური მუსიკის კონცერტი
ღონისძიება - 02/07 სიმფონიური მუსიკის კონცერტი

02/07 სიმფონიური მუსიკის კონცერტი

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: კახიძის მუსიკალური ცენტრი
კახიძის მუსიკალური ცენტრი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 2026 წლის 7 თებერვალს წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საიუბილეო თარიღებს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო გიორგი ბაბუაძის ხელმძღვანელობით შეასრულებს ს. ცინცაძის „მინიატურებს სიმებიანი ორკესტრისთვის“, ვ. აზარაშვილის კონცერტს ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის და გია ყანჩელის ლიტურგიას ალტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის „ქარით დატირებული“. ალტის პარტიას შეასრულებს იაპონიაში მოღვაწე ქართველი ალტისტი - ზაზა გოგუა.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება