Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით
მენიუ

05.07 კონცეპტArt ფესტივალის გახსნა • ConceptArt

არტოს ბაღი (COVID-19)

5 ივლისს გია ყანჩელის სახელობის „არტოს ბაღში“ ყველანი ერთად აღვნიშნავთ CA Goes To ფესტივალის გახსნას. საღამოს მთავარი გმირები იქნებიან - ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე საპრემიერო პროექტით Bad Habitz. 80-იანი წლების მელოდიური ვოკოდერის ხმა და თანამედროვე რეპის სინთეზი Bad Habitz-ის მუსიკალურ ფაქტურას განსაკუთრებულად საინტერესო ხდის. კოლაბორაცია მოიცავს ჯაზის, ფანკის, EDM-ის და ჰიპ ჰოპის ელემენტებს.

ერეკლე გეწაძე არაერთი თეატრალური სპექტაკლის მუსიკის ავტორია, 2019 წელს ის “Ika Awards” აღმოჩენად იქცა, 2020 წელს კი ბრიტანული რადიოს #RadioSelector კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “ხალხის რჩეული”. ელენე კალანდაძესთან მისი კოლაბორაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ელენე ვოკალისტთა არერთი კონკურსის ფინალისტია, მათ შორის ისრაელის წამყვანი კონკურსის “Next Star” - ის მონაწილე, ვოკალურ-ქორეოგრაფიული სტუდია “Teen Club” - ის თანადამფუძნებელი.

5 ივლისს ფესტივალის გახსნაზე მოსულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ყველა იმ არტისტს, ვინც ConceptArt-ის მოძრავ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის გახსნის ფინალი კი რა თქმა უნდა, - Jam Session იქნება.

იმოძრავე ჩვენთან ერთად!

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.


We all celebrate the opening of the CA Goes To Festival. The main performers of the event will be Erekle Getsadze and Elene Kalandadze with their premiere project Bad Habitz. The sound of the melodic vocoder of the 80s and the synthesis of modern rap make the musical texture of Bad Habitz especially interesting. The collaboration includes elements of jazz, funk, EDM and hip hop.

Erekle Getsadze is the author of music for many theatrical performances, in 2019 he became the discovery of "Ika Awards", in 2020 he became the first Georgian winner of #RadioSelector competition of British Radio in the nomination "People's Choice". His collaboration with Elene Kalandadze started a few months ago. Elene is a finalist of many vocalists' competitions. She also participated in the leading competition "Next Star" in Israel. Also Elene is co-founder of the vocal-choreographic studio "Teen Club".

People who come on July 5th to join our opening of CA Goes to Festival will have opportunity to meet all artists who will take part in the ConceptArt moving festival next events. The first day of Festival will be closed with a Jam Session.

Move with us!

The project is supported by Tbilisi City Hall.