19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გიწვევთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ალბომის City Lights-ის მიხედვით დადგმულ მუსიკალურ წარმოდგენაზე.პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი არიან. City Lights-ის საერთაშორისო პრემიერა 2023 წლის 14 მაისს ბერლინში თეატრში პოტსდამზე შედგა. City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოსაირესი, ნიუიორკი, თბილისი და სხვა.თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით.
სცენარის ავტორი და რეჟისორი - თეონა ჯორბენაძე
დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე
გენერალური მენეჯერი - ნინო ნახუცრიშვილი
პროექტის წარმდგენები : ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და ევგენი
მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
გენერალური პარტნიორი - PSP
პროექტის მხარდამჭერი - კომპანია „ლუტეცია“
საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი ,,ფორტუნა'', მედია ,,პალიტრა'', საინფორმაციო ცენტრი 118-08
We invite you to the world premiere of a musical performance based on one of the most popular and highly demanded albums of recent years “City Lights” at Tbilisi State Concert Hall. The main characters of the project are the world-renowned Georgian violinist Lisa Batiashvili and composer, conductor and artistic director of the Georgian Philharmonic Orchestra Nikoloz
Rachveli.The international premiere of the project “City Lights” took place in Berlin, at the Potsdam Theater.City Lights includes 12 music pieces dedicated to different cities of the world. Among them are Berlin, Paris, London, Buenos Aires, New York, Tbilisi and others. The composition dedicated to each city is based on the melodies of legendary composers: Bach, Dvorak, Strauss, Legrand, Chaplin, Morricone, Piazzolla, which Nikoloz Rachveli used to create music pieces and musical fantasies for violin and symphony orchestra. This is a new type of original dramaturgy and orchestration.
Screenwriter and Director - Teona Jorbenadze
Stage Designer - Vano Chelidze
General Manager - Nino Nakhutsrishvili
The project is presented by Artists Union ConceptArt,Evgeni Mikeladze National Music Center of Georgia.
General partner – company PSP
Project supported by Company “Lutecia”
Media Partners: Radio Holding ,,Fortuna'', Media Holding “Palitra” and Information Center 118-08.