Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

გზა მშვიდობისკენ • კონცეპტArt

კონსერვატორიის დიდი დარბაზი / Conservatoire Grand Hall

10 მარტს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფონდი „იავნანა“ წარმოგიდგენთ ცნობილი უნგრული შემოქმედებითი კოლექტივის - წმინდა ეფრემის სახელობის მამაკაცთა გუნდის კონცერტს. საღამო ეძღვნება უკრაინის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას. პირველ განყოფილებაში შესრულდება 2022 წელს უნგრელი კომპოზიტორის ვიქტორ პაპის მიერ შექმნილი „რეკვიემი“, ამ ნაწარმოებით ავტორმა პატივი მიაგო უკრაინის ომის დროს დაღუპულ უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას. ნაწარმოების პრემიერა შედგა 2023 წლის 23 თებერვალს ბუდაპეშტის მუსიკალურ აკადემიაში. „რეკვიემი“ დაიწერა ლიტურგიული ტექსტების გამოყენებით უკრაინულ და ლათინურ ენებზე. ვიქტორი უნგრეთის მოქალაქეა, დაიბადა უკრაინაში, მისი დედა კი რუსეთიდანაა, ამიტომ კომპოზიტორისთვის კიდევ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა უსამართლო ომი და თანამოაზრეებთან და წმინდა ეფრემის სახელობის მამაკაცთა გუნდთან ერთად შექმნა პროექტი „გზა მშვიდობისკენ“. პროექტის პრემიერა გასულ წელს უკვე შედგა ევროპოს რამდენიმე ქვეყანაში. 

 

On 10 March, in the Grand Hall of the Tbilisi State Conservatoire, the ,,Iavnana's Foundation will present a concert by the famous Hungarian music ensemble, the Saint Ephraim Male Choir. The evening is dedicated to the memory of the civilian victims of the war in Ukraine. The first part of Saint Ephraim Male Choir’s programme is about remembrance and respect. Viktor Papp’s Ukrainian requiem is dedicated to the innocent victims of the Ukrainian war while paying tribute to the Ukrainian culture. The composition was premiered at the Franz Liszt Music Academy Budapest in February 2023 and was broadcast in the Hungarian National television shortly after. ,,Requiem'' was written using liturgical texts in Ukrainian and Latin. Viktor Papp is a Hungarian citizen, born in Ukraine and his mother is from Russia, so the composer found the unjust war even more painful and together with the Saint Ephraim Male Choir created the project ,,Road to Peace''. The piece has been premiered in several European countries for a year. The second part of the programme promotes hope and healing. Pieces by well-known Hungarian composers Zoltán Kodály and Béla Bartók are featured alongside hymns, gospels and songs in Greek, Georgian, English, Congolese and Hindi language thus creating a unique and engaging blend of classical, folk and crossover genres – a trademark of Saint Ephraim Male Choir.

თარიღი
კვირა, 10 მარტი
19:30
20 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

სანდრო ნებიერიძე-საფორტეპიანო კონცერტი
კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი/Conservatoire Grand Hall
გზა მშვიდობისკენ
კონსერვატორიის დიდი დარბაზი / Conservatoire Grand Hall