Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

09.12 სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი • კონცეპტ-არტი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

ვატიკანში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ 9 დეკემბერს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საქართველოში პირველ კონცერტს წარმოგიდგენთ.

საღამოები ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ - მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო - იანო ალიბეგაშვილი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, ქეთევან ქართველიშვილი, ვადიმ შიშკინი.

გუნდისა და პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელები - სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე.

შესრულდება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდისმიერ შეკრებილი ქართული საგალობლებისა და ხალხური საგუნდო სიმღერების საუკეთესო ნიმუშები, აგრეთვე, თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები.

გუნდის სოლისტები - ზვიად მიჩილაშვილი, გიორგი ხუნაშვილი, ირაკლი ტყვაცირია, სოლომონ გოგილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ვანო დვალიშვილი.

საღამოს დასასრულს, გაიმართება სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონია.

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სახელმწიფო სტატუსი ენიჭება და მას „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდება.

პროექტის წარმდგენია ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt.

მხარდამჭერები - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08


After the historic concert in the Vatican, on December 9th, the Trinity Cathedral Choir will present its first concerts in Georgia. The evenings will be held at Djansug Kakhidze Tbilisi Center for Music & Culture, and will be participated by the world-famous Georgian soprano Iano Alibegashvili, Zviad Bolkvadze, Giorgi Zagareli, Ketevan Kartvelishvili and Vadim Shishkin.

Musical directors of the choir and project - Svimon Jangulashvili and Giorgi Donadze. The best examples of Georgian chants and folk songs collected by the Trinity Cathedral Choir will be performed, as well as works by modern authors.

Soloists of the choir: Zviad Michilashvili, Giorgi Khunashvili, Irakli Tkvaciria, Solomon Gogilashvili, Tornike Papidze, Vano Dvalishvili.

At the end of the evening, the ceremony of granting the state status to the Trinity Cathedral Choir will take place. On the initiative of the Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia and on the basis of a decision of the Georgian Government, the Choir of the Holy Trinity Cathedral will receive the status of a state choir and will be called the "Georgian State Chamber Choir". The project is presented by Artists Union ConceptArt. Supporters - Radio Holding "Fortuna", Media Holding "Palitra", Information Center 118-08.

თარიღი
დღეს
19:30
15 GEL-დან