Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

07.01 ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი • კონცეპტ-არტი

ოპერის თეატრი / Opera

7 იანვარს თბილისის ოპერის თეატრში გიწვევთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ალბომის City Lights -ის მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენის მსოფლიო პრემიერაზე. პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი არიან.

მიჰყევით ოცნებებს, ჩაიფიქრეთ საშობაო სურვილები და ვინ იცის, 2023 წელს თქვენთვის ძვირფას ქალაქებში როგორი ჯადოსნური თავგადასავლები გელოდებათ.

City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს აირესი, ნიუ იორკი, თბილისი და სხვა. თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

სცენარის ავტორი და რეჟისორი - თეონა ჯორბენაძე

დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე

გენერალური მენეჯერი - ნინო ნახუცრიშვილი

პროექტის წარმდგენები ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა", მედია "პალიტრა", საინფორმაციო ცენტრი 118-08


On January 7th, 2023 we invite you to the world premiere of a musical performance based on one of the most popular and highly demanded albums of recent years, City Lights at Opera and Ballet Theater of Tbilisi. The main characters of the project are the world-renowned Georgian violinist Lisa Batiashvili and composer, conductor and artistic director of the Georgian Philharmonic Orchestra Nikoloz Rachveli.

Follow Your Dreams... make your Christmass wishes and who knows what untold adventures await you in your dearest cities in 2023 !

City Lights includes 12 compositions dedicated to different cities of the world. Among them are Berlin, Paris, London, Buenos Aires, New York, Tbilisi and others. The composition dedicated to each city is based on the melodies of legendary authors: Bach, Dvorak, Strauss, Legrand, Chaplin, Morricone, Piazzolla, which Nikoloz Rachveli used to create pieces and musical fantasies for violin and symphony orchestra, with a new type of dramaturgy and original orchestration.

Screenwriter and Director - Teona Jorbenadze

Stage Designer - Vano Chelidze

General manager - Nino Nakhutsrishvili

The project is presented by Artists Union ConceptArt & Evgeni Mikeladze National Music Center of Georgia Informational partners: Radio Holding "Fortuna", Media Holding Palitra and Information Center 118-08.

თარიღი
შაბათი, 07 იანვარი
19:00
45 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

08.12 ქართული კინომუსიკის შედევრები
თბ. სახ. საკონცერტო დარბაზი / Concert Hall