

Snap Community არის Snap Fitness Georgia-ს ქვე-ბრენდი და სპორტული პლატფორმა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ Snap-ის გამოცდილება გასცდეს ფიტნესდარბაზის ფარგლებს და გააერთიანოს სხვადასხვა სპორტული მიმართულება, აქტიური ცხოვრების წესი და საერთო ინტერესების მქონე ადამიანები.
Snap Fitness-ის მიდგომაშიც მოძრაობა მხოლოდ კონკრეტულ ვარჯიშთან არ არის დაკავშირებული - ბრენდი საკუთარ ოფიციალურ კომუნიკაციაში საუბრობს supportive community-ზე და „move your body and your mood“ კონცეფციაზე.
Snap Community ამ მიდგომის გაგრძელებაა სპორტული ღონისძიებებისა და გამოცდილებების ფორმატში. პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ტურნირი, მასტერკლასი, outdoor აქტივობა, სპორტსმენებთან თანამშრომლობა, სპეციალური ღონისძიებები და ბრენდებთან ერთობლივი პროექტები.
Community-ის მიზანია ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა აღმოაჩინონ და გამოცადონ სპორტის სხვადასხვა მიმართულება, მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებებში და გახდნენ აქტიური სპორტული საზოგადოების ნაწილი