


ანდრია ბალანჩივაძის 120 წლის იუბილე
კვი, 13 სექ, 19:30
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
პარ, 18 სექ, 19:30
დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე
პარ, 25 სექ, 19:30
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის 270 წლის იუბილე
სამ, 29 სექ, 19:30
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
შაბ, 3 ოქტ, 19:30
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
ოთხ, 7 ოქტ, 19:30
ჯაზის საღამო
შაბ, 10 ოქტ, 19:30
კამერული მუსიკის კონცერტი
ხუთ, 15 ოქტ, 19:30თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება.
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. შემდეგ კი დაიწყო ყოფილი კინოთეატრის რეკონსტრუქცია.
უამრავი პრობლემების გადაჭრის, მაესტრო კახიძის დაუღალავი ძალისხმევისა და ხელისუფლებაში მყოფი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დიდი მხარდაჭერის შედეგად ძველი შენობის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფოიეს მიაშენეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკონცერტო დარბაზი, რომლის არქიტექტურული პროექტის ავტორები არიან ლერი მეძმარიაშვილი და მურთაზ ჩაჩანიძე.