

GIFT 2026 — ფესტივალის 29-ე სეზონი — თბილისს კვლავ მსოფლიო სახელოვნებო რუკის ცოცხალ წერტილად აქცევს: 16 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე ქალაქი უმასპინძლებს თანამედროვე თეატრისა და ცეკვის გამორჩეულ ევროპელ ხელოვანებს, საერთაშორისო დასებს, ახალ ქართულ–ევროპულ თანაპროდუქციებს, შემოქმედებით რეზიდენციებს, მასტერკლასებსა და პროფესიულ შეხვედრებს. თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ „საჩუქარი“ კვლავ იმავე იდეას ემსახურება, რომლითაც დაიბადა: თბილისი იყოს ადგილი, სადაც მსოფლიო ხვდება საქართველოს — და საიდანაც ქართული ხელოვნება იწყებს მოგზაურობას მსოფლიოში.