Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

22.12 უკრავს ცოტნე ზედგინიძე • კლასიკური მუსიკის ცენტრი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №7

კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში

კონცერტების ციკლს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

22 დეკემბერი 19:00

ჩატარების ადგილი: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №7

ცოტნე ზედგინიძე (საქართველო)

საავტორო პროგრამა

ცოტნე მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან განსაკუთრებით დაინტერესდა კლასიკური მუსიკით. ორი წლის ასაკში მოსმენისას უკვე ცნობდა, არჩევდა და ასახელებდა ინსტრუმენტებს. ხუთი წლისამ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა. ექვსი წლის ასაკში დაიწყო იმპროვიზება და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა.

9 წლის ასაკში ცოტნეს ჰქონდა პირველი სოლო კონცერტი თბილისში, რომლის შემდეგ მიიწვიეს სხვადასხვა ფესტივალზე.

2021 წლიდან ცოტნე გახლავთ ლიზა ბათიაშვილის ფონდის ბენეფიციარი. 2020 და 2021 წლებში ცოტნემ მასტერკლასები მიიღო მაესტრო დანიელ ბარენბოიმისა და კომპოზიტორ პროფესორ იორგ ვიდმანისგან.

2022 წელს, ლიზა ბათიაშვილის მიწვევით, ცოტნეს პირველი საორკესტრო ნაწარმოების პრემიერა შედგა ინგოლშტადში, „აუდი ზომერკონცერტების“ ფესტივალზე, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობითა და ინგოლშტადის ქართული კამერული ორკესტრის თანხლებით. ცოტნემ ასევე გამართა სოლო კონცერტი ვერბიეს ფესტივალზე.


Classical Music in Alternative Environment

The cycle of concerts is conducted under the auspices of Classical Music Center and Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia.

22 December 7 p.m.

Venue: Georgian Museum of Fine Arts.

Address: 7, Rustaveli Avenue

Tsotne Zedginidze (Georgia)

Musical pieces composed by Tsotne

Tsotne was born in a family of musicians. Since his early childhood, he showed special interest toward classical music. Already at the age of 2 he was able to distinguish and identify different instruments while listening to music. At the age of 5 Tsotne started to study music and at the age of 6 he began to improvise and compose music.

When he was 9, Tsotne played his very first piano recital in Tbilisi. After the recital he has got invitations to perform at various festivals and concerts.

Since 2021, Tsotne is one of the artists supported by the Lisa Batiashvili Foundation. In 2020 and 2021, he received masterclasses from Maestro Daniel Barenboim and Professor of composition Jorg Widmann.

In 2022, with the invitation of Lisa Batiashvili, Tsotne premiered his “Fantasia for Piano and Orchestra” at the “Audi Sommerkonzerte” with Georgisches Kammerorchester and Nikoloz Rachveli, in Ingolstadt. Tsotne also gave his debut recital at the Verbier Festival.

თარიღი
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი
19:00
45 GEL

მსგავსი ღონისძიებები

18.12 საფორტეპიანო მუსიკის საღამო
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №7
20.12 კლასიკური მუსიკის შედევრები
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სივრცე „პუბლიკა“
22.12 უკრავს ცოტნე ზედგინიძე
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №7