Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

კლასიკური მუსიკის ცენტრი

კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში

კლასიკური მუსიკის ცენტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) წელს მესამედ ატარებს პროექტს სახელწოდებით „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“.

მსოფლიოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩასატრებლად წარმატებით იყენებენ არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებს, ისეთებს, როგორიცაა ამორტიზებული ფაბრიკები და ქარხნები, მუზეუმებისა და გალერეების დარბაზები, ბიბლიოთეკები და ა.შ., რაც, ერთი მხრივ, ემსახურება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და, მეორე მხრივ, უფრო ფართოდ იზიდავს მსმენელს - საზოგადოების იმ ფენებიდანაც, რომლებიც იშვიათად დადიან ტრადიციულ საკონცერტო დარბაზებში.

პროექტის ფარგლებში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი 18-22 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.