Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მთის ენა • ქალაქის თეატრი

ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18

რეჟისორი:აჩი გოგუაძე

სცენოგრაფია:აჩი გოგუაძე

კოსტიუმების მხატვარი: აჩი გოგუაძე

კომპოზიტორი /მუსიკალური გაფორმება:აჩი გოგუაძე

მონაწილეობენ:მანანა ტატიშვილი,გიორგი ცერცვაძე,ვიკა ბოკერია,ოთარ აშკარელი,გიორგი ტატიშვილი,გიორგი ტაბიძე,რუსა არაბული

 

ჰაროლდ პინტერის ,,მთის ენა’’,რომელიც 1988 წელს დაიწერა,პირადად დრამატურგის ერთ-ერთ საყვარელ პიესად ითვლება.ეს შეიძლება აიხსნას  თავად ჰაროლდ პინტერის უმწვავესი,ნონკორფომისტული პოლიტიკური ხედვებით ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც,რომ  პიესა (მცირე ფორმატის მიუხედავად) ყველაზე სრულყოფილად ასახავს სახელმწიფოს ძალადობრივი მექანიზმის სიშიშვლეს.გარდა ამისა,აქ წარმოდგენილია ორი ენობრივი სისტემის კონფლიქტი:პირველი (ანუ სახელმწიფოს)ენა ცინიკურია (ის მხოლოდ ასე მეტყველებს!)და ენა, რომელიც პიროვნების იდენტობას განსაზღვრავს (ამ შემთხვევაში,ე.წ. მთის ენა,ეთნიკური უმცირესობის ენა)

ეპიზოდი,სადაც პატიმრის დედა მიზანმიმართულად მუნჯდება (მას არსებული კანონი უკრძალავს ,,მთის’’ ენაზე ლაპარაკს და მოუწოდებს პატიმარს ელაპარაკოს მხოლოდ იმ ენაზე,რა ენაზეც საუბრობს სისტემა) წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მომენტს იმის გასაგებად,თუ რატომ დაიწერა საერთოდ ეს პიესა.

 

სიმუნჯე აქ აღქმულია,როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა ანუ ეს იმ ტიპის ქმედებაა,როცა პიროვნება საკუთარი იდენტობის განმსაზღვრელ უმთავრეს კომპონენტზეც კი ამბობს უარს,რათა ამ გზით მაინც დაუპირისპირდეს ძალადობრივ სახელმწიფოს.

თარიღი
ორშაბათი, 25 სექტემბერი
21:00
22 GEL

მსგავსი ღონისძიებები

23.09 კარზეა სიკვდილი
ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18
მთის ენა
ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18
26.09 რას მალავენ ქალები
ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18