Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

გაჩერება - პრემიერა • ქალაქის თეატრი

ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18
რეჟისორი: ანუკი ხიდეშელი
ავტორი: მიურეი შიზგალია
მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი
კომპოზიტორი: ნატო თოთიბაძე
არანჟირება: ჯოჯო
როლში: ნოდარ ძოწენიძე, ნიკა ჩხაიძე, თაკო ბერიაშვილი

ასაკი 9+

"გაჩერება"

"შავი კომედია ყვითელი ზოლით" რაც იმას ნიშნავს, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს. სპექტაკლი "გაჩერება" არის მიურეი შიზგალის პიესის "luv” ადაპტირებული ვარიანტი, რომლის მოქმედება ხდება ავტობუსის გაჩერებაზე სადაც ძველი კლასელები ხვდებიან ერთმანეთს. მათ ერთმანეთი 15 წელია არ უნახავთ. ტედი იმ დროს მიუსწრებს ჩარლის როცა ის თვითმკვლელობას აპირებს, ჩარლი იმედგაცრუებულია და ცხოვრების აზრს ვერ ხედავს. ტედის კი წარმატებული კარიერა და საყვარელი ქალი ყავს, ასევე ყავს ცოლი რომელიც განქორწინებას არ აძლევს. ამიტომ ტედი გადაწყვეტს, რომ ჩარლის  სიყვარული იხსნის უიმედობისგან მას კი ცოლთან დაშორება და სთავაზობს ჩარლის, რომ შეხვდეს ივის და მისცეს სიყვარულს შანსი. შემდეგ განვითარებული სიუჟეტი ძალიან არა პროგნოზირებადია.
„დღეს სიყვარულმა დაკარგა თავისი ჭეშმარიტი არსი, ჩვენ დავამახინჯეთ და  შევურაცხყვეთ ეს გრძნობა, ის გახდა ყალბი, გადაგვარდა ფიზიკურ მიზიდულობაში.“, - წერს მიურეი შიზგალი

ამ გრძნობას მრავალი ასპექტი აქვს.   რამდენად ღრმა შეიძლება იყოს ადამიანი ან ყალბი, ისეთი, როგორიც მხოლოდ ლამაზი სიტყვების მიღმა იმალება, მაგრამ სინამდვილეში არის ეს? ყველა დროის პოეტები და პროზაიკოსები წერდნენ სიყვარულზე და თითოეულ მათგანს აწუხებდა კითხვა - რა არის ეს გრძნობა, რისთვისაც უნდა იცხოვრო და მართალია, რომ ყველა ეპოქა სწორედ ამ გრძნობას ემორჩილება?
რა არის მნიშვნელოვანი, იცხოვრო ისე როგორც ოცნებობდი თუ ისე როგორც გამოგდის.
სპექტაკლი არის ძალიან დინამიური და სანახაობრივი, თავისი შიზგალისეული სიცილნარევი სევდით.


 

თარიღი
ხვალ
20:00
30 GEL
ხუთშაბათი, 18 აპრილი
20:00
30 GEL
შაბათი, 20 აპრილი
20:00
30 GEL

მსგავსი ღონისძიებები

გაჩერება - პრემიერა
ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18
რას მალავენ ქალები
ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18
ლინეინის სილამაზის დედოფალი
ქალაქის თეატრი/ თამარ მეფის #18