

გაყიდვა მალე დაიწყება
🎪 ჩვენ სრულიად ახალი ფორმატით ვბრუნდებით!
17 ოქტომბრიდან თბილისის ცირკი უმასპინძლებს I საერთაშორისო საცირკო ფესტივალს — „ოქროს არლეკინი“! ✨
ერთ არენაზე 8 ქვეყნის გამორჩეული არტისტები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საცირკო ჟანრები გაერთიანდებიან და მაყურებელს განსაკუთრებულ საერთაშორისო სანახაობას შესთავაზებენ. 🌍🎪
🇬🇪 საქართველო • 🇨🇴 კოლუმბია • 🇮🇹 იტალია • 🇺🇿 უზბეკეთი • 🇺🇦 უკრაინა • 🇧🇾 ბელორუსია • 🇦🇿 აზერბაიჯანი • 🇭🇺 უნგრეთი
ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილი, მაყურებლის მონაწილეობაა. თითოეული გამოსვლის შემდეგ თქვენ შეძლებთ შეაფასოთ არტისტები და საკუთარი ფავორიტი აირჩიოთ. საბოლოოდ, მაყურებლის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება ფესტივალის გამარჯვებული. 🏆
პროგრამაში იხილავთ 🤹♂️ აკრობატებს, 🤸♀️ აერიალისტებს, 🏇 მოჯირითე ცხენებს, 🐕 ძაღლებს, 🐈 კატებს, 🤡მხიარულ ჯამბაზებს,💃 სანახაობრივ ქორეოგრაფიას და კიდევ ბევრ გამორჩეულ ნომერს.
✨ „ოქროს არლეკინი“ — ახალი საერთაშორისო საცირკო ფესტივალია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს, მრავალფეროვან ჟანრებს, ენერგიას, იუმორსა და დაუვიწყარ ემოციებს.
არლეკინი ცირკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია — მხიარული, თავისუფალი და მოულოდნელი. სწორედ ასეთი იქნება ფესტივალიც — მრავალფეროვანი, დინამიკური და სიურპრიზებით სავსე.
🎪 17 ოქტომბრიდან — გელოდებით თბილისის ცირკში!