Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით

სხვა მეზობლები/ ცისფრად მკრთალ წერტილზე/ არდადეგები • CinéDOC-Tbilisi

იპოდრომი, ლისის ტბის მიმდებარედ
ხანგრძლივობა: 81

სხვა მეზობლები

ქალაქში, სადაც ცხოვრობ, მარტო არ ხარ. შეიძლება, ვერც ამჩნევდე, მაგრამ ამ ქალაქში შენთან ერთად გარეული ცხოველები და ფრინველები ცხოვრობენ. ქალაქი იზრდება, იცვლება და ჩვენი მეზობლების საარსებო გარემოც დღითიდღე მცირდება, თუმცა ისინი, მაინც, ჩვენ ირგვლივ არიან. ფილმი არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ მელა, კვერნა, წავი, არწივი და სხვები თანამედროვე დედაქალაქის ბეტონის ჯუნგლებში.

„სხვა მეზობლები“ მაყურებელს ყოველდღიურობას წყვეტს და მის ირგვლივ არსებული სხვა სიცოცხლეს ანახებს. ამ დოკუმენტურ ფილმში არ არის დიალოგები. თბილისსა და მის შემოგარენში გადაღებული ყოველი კადრი თავად ამბობს სათქმელს.

ცისფრად მკრთალ წერტილზე

ირმის ნახტომის გალაქტიკაში, ერთ მკრთალ, ცისფერ წერტილზე, რომელსაც ბრძენი და მომხიბვლელი არსებები იცავენ - ყოველდღე ცხვება პური.

არდადეგები

ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლი, სადაც ბავშვობის არდადეგებს ვატარებდი, კარგა ხანს მაშინებდა. ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში ბევრი რამ ჩნდებოდა: სიბნელის შიში, მარტოობის შიში, ერთგვარი მისტიციზმი. ზოგჯერ საგნებსაც კი, სულიერ არსებებად აღვიქვამდი. სოფლის სახლს მომავალში სამყაროსგან მოწყვეტილ, მარტოსულ და ბუნებაში ჩაკარგულ არსებად წარმოვიდგენდი ხოლმე.

მეორე სართულის დერეფანს განსაკუთრებით ვერიდებოდი. მისაღები ოთახის კარი სულ ღია იყო და იქიდან გარდაცვლილების სურათები მიყურებდნენ. დღეს სოფლის სახლი სულ უფრო მეტად ემსგავსება ჩემს ბავშვურ შიშებს. ნაცნობი ადგილებიც ბუნებამ დაიკავა. ტელევიზორის ეკრანიდან შემოჭრილ ცხოვრებას კი კოკისპირული წვიმის ხმაური შთანთქავს“ - ყვება ფილმის რეჟისორი შორენა თევზაძე...



კინოჩვენების პლატფორმა: Cavea | Drive-in კინო ღია ცის ქვეშ

(მისამართი: ლეო კვაჭაძის ქუჩა #37; თბილისის იპოდრომი, ლისის ტბის მიმდებარედ)

1-3 რიგი განკუთვნილია სედანის ტიპის (დაბალი) ავტომობილებისთვის

მე-4 რიგი განკუთვნილია ჯიპის ტიპის (მაღალი) ავტომობილებისთვის

მაყურებელთა ოდენობა თითო მანქანში არ არის შეზღუდული , თუმცა რეკომენდებულია ერთ მანქანაში მაყურებელთა რაოდენობა არ აღემატებოდეს სამ ადამიანს.

ყურადღება: ფასი მითითებულია თითო მანქანაზე.


Rows 1-3 are available exclusively for sedans (and small size cars)

Row 4 are available for SUVs (and larger cars)

The number of spectators per car is not limited, although it is recommended, that the number of spectators in one car does not exceed three people. Attention: price is given for each car.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)

მსგავსი ღონისძიებები