Ajax Loader
Geo

DEITRA FARR - Blues Fest • ბლუზი, ღვინო და... ჩვენ!

ბლუზის ფესტივალი // ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ

კომპანია „ბლუზფესტ-ჯი-ს“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ბლუზფესტივალს ლაგოდეხში ლეგენდარული, უაღრესად მოთხოვნადი ბლუზვოკალისტი დეტრა ფარი გახსნის; ის ბლუზფესტივალს ბლუზის მექადან, ჩიკაგოდან ესტუმრება.

დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში. მის ხმას ახასიათებენ როგორც ცეცხლოვანს, ენერგიულსა და სულისშემძვრელს.

2015 წელს ვოკლისტმა ჩიკაგოს ბლუზის უმაღლესი ჯილდო, „ლეგენდარული ბლუზარტისტის“ წოდება მიიღო, რასაც მომდევნო წლებში „ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ბლუზარტისტის“ წოდება მოჰყვა.

2017 წელს დეტრა ფარმა კოკო ტეილორის სახელობის ჯილდო მიიღო, მას „ბლუზის დედოფლის“ წოდება მიანიჭეს. ფარის შემოქმედება სცდება კლასიკური ბლუზის საზღვრებს, იგი იდეალურად ახერხებს მსმენელს ბლუზის, პოპმუსიკისა და სოულის ნაზავი შესთავაზოს. სწორედ ეს ხდის მას მოთხოვნად ვოკალისტად მსოფლიოს მასშტაბით.ბოლო წლების განმავლობაში დეტრა ფარმა 200-მდე ტურნე მოაწყო ევროპაში. „დეტრა ფარის შოუს ნახვა სავალდებულოა!“ - ეს არის ის მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარი, რასაც ვოკალისტის მსმენელები და ასეულობით რეცენზენტი მისი ყოველი კონცერტის შემდეგ ამბობენ.

თარიღი
ფასები
შაბათი, 23 ივნისი
19:00
20 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

DEITRA FARR - Blues Fest
ბლუზის ფესტივალი // ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ