Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ბაიარ შაჰინი და „სამიდა“ • ბაიარ შაჰინი

გრიბოედოვის თეატრი.

გრიბოედოვის თეატრში შედგება ბაიარ შაჰინისა და „სამიდას“ ხალხური და საესტრადო სიმღერის კონცერტი.


საღამოზე შესრულდება ქართული და თურქული ტრადიციული სიმღერების ხალხური და საესტრადო ვარიანტები.
ანსამბლი „სამიდა“ 2016 წელს გამოჩენილი ხელოვანის და მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის ქალიშვილებმა, იუდუმ, დამლა და თამარა შაჰინებმა დაარსეს.
დების მთავარი მიზანი ქართული სიმღერისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის თურქულ ხალხურ სიმღერებში გამოყენება და ქართული სიმღერის პოპულარიზებაა; ასევე, ქმნიან ახალ სიმღერებს. იუდუმ შაჰინი უკრავს გიტარაზე, ჩელოსა და ფანდურზე, დამლა - სალამურზე ფლეიტასა და დუდუკზე, თამარი კი - ვიოლინოზე.
ანსამბლ „სამიდის“ რეპერტუარი ძირითადად შდგება ქართული სიმღერებით. გამოცემული აქვთ რამდენიმე ალბომი.
საღამოს დაესწრებიან საქართველოსა და თურქეთში მოღვაწე საპატივსაცემო ადამიანები, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები და ხელოვანები, ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული ფართო საზოგადოება.

ღონისძიების მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ქალაქ თბილისის მერია.

 

A folk and pop song concert of Bayar Şahin and "Samida" will be held in the Griboyedov Theater.


Folk and pop versions of Georgian and Turkish traditional songs will be performed in the evening.
The ensemble "Samida" was founded in 2016 by Yudu, Damla and Tamara Shahin, the daughters of Bayar Shahin, a prominent artist and musician.
The main goal of the sisters is to use the polyphony characteristic of Georgian songs in Turkish folk songs and to popularize Georgian songs; Also, they create new songs. Yudum Shahini plays the guitar, cello and pandur, Damla plays the flute and duduk, and Tamar plays the violin.
The repertoire of the ensemble "Samidi" mainly consists of Georgian songs. They have released several albums.
The evening will be attended by dignitaries working in Georgia and Turkey, representatives of the Embassy of the Republic of Turkey in Georgia and the Government of Georgia, musicians and artists, and the general public interested in Georgian folk songs.

The event is supported by the Government of the Autonomous Republic of Abkhazia and Tbilisi City Hall.

თარიღი
შაბათი, 20 აპრილი
18:00
15 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

ბაიარ შაჰინი და „სამიდა“
გრიბოედოვის თეატრი.