event-image
event-image

ზურმუხტქალაქის ჯადოქარი

ბილეთის საყიდლად აირჩიე დრო
შაბ
22 თებ, 13:007 ₾
ორგანიზატორი: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრი
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი

რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე

 

ფრენკ ბაუმის მიხედვით

 

ინსცენირების ავტორი: იოსებ ბაკურაძე

 

მხატვარი: გიორგი გოგიტიძე

 

კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე

 

ქორეოგრაფი: ნინო კვიტაიშვილი

 

სიმღერის ტექსტის ავტორი: დალი თედორაძე

 

რეჟისორის თანაშემწე: ნანა თოლორდავა

 

მონაწილეობენ: სალომე ცაგურია, მერი დიასამიძე, ქეთევან სამხარაძე, ეკატერინე გვარამია, ლევან მიდილიში, რევაზ ხოფერია, თედო ტუღუში, ალექსანდრე გაბაიძე, მინდია ჩოხარაძე, ირინე ღლონტი, ნინო დავითაშვილი, სოფიო ცინცაძე, მარიკა ბულეიშვილი

 

,,ფრენკ ბაუმის ნაწარმოების „ოზის საოცარი ჯადოქარი“ მიხედვით, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, ნაწარმოების ახალ - ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. ეს არის ამბავი გოგონაზე, რომელიც უცნაურ, ჯერ არნახულ ქვეყანაში აღმოჩნდება. დოროთი თავის ძაღლთან - ტოტოსთან ერთად, საფრთხობელას, თუნუქის კაცს და მხდალ ლომს უმეგობრდება. ისინი ოზის ჯადოქართან შეხვედრას გადაწყვეტენ.

 სწორედ აქ აღმოვჩნდებით დაბრკოლებებითა და დაუჯერებლობით სავსე თავგადასავალში. სპექტაკლის იდეურ - თემატური ჩანაფიქრი ადამიანის მიზნებზე, თვითრწმენაზე, სიკეთესა და შესაძლებლობებზეა. სანახაობრივად დატვირთული სცენები შერეული ტიპისაა (ცოცხალი და თოჯინური პლანი), სწორედ, ეს ანიჭებს სპექტაკლს განსაკუთრებულობას. თოჯინის პარალელურად, იმავე პერსონაჟს ცოცხალი მსახიობი განასახიერებს. რეჟისორის კონცეფცია, ორიგინალური მელოდიები და სპექტაკლის მხატვრული გაფორმება ქმნის საერთო, ჯადოსნურ ატმოსფეროს. სამოცი წუთის მანძილზე მსახიობები და თოჯინები, პატარა მაყურებელს ზურმუხტქალაქის დაუვიწყარ სამყაროში ამოგზაურებს.’’

 

ხანგრძლივობა: 50 წთ

 

ასაკობრივი ზღვარი: 4+