სპექტაკლი გაიმართება " მცირე სცენაზე"
"როცა გადაუღებლად წვიმს"
მარტინ მაკდონას პიესის "ლინეინის სილამაზის დედოფალი"-ს მიხედვით
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - მალხაზ ასლამაზაშვილი
მხატვარი - დავით ტაკიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ნორა - მეგი კობალაძე
ადა - ლია აბულაძე
დანი - დავით ჯაყელი
იასე - გიორგი ყურავა
ანოტაცია:
რეჟისორი მალხაზ ასლამაზაშვილი ბათუმელ მაყურებელს მარტინ მაკდონას პიესას - "როცა გადაუღებლად წვიმს" წარუდგენს. ხანდაზმული დედის ახირებებს შეწირული ქალიშვილის მწარე ისტორია და მარტოდ დარჩენის მძიმე ხვედრი, - ეს მძაფრი ადამიანური დრამა გულგრილს არავის დატოვებს...