Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

პატარა პრინცი • ბათუმის თოჯინების თეატრი

ბათუმის თოჯინების თეატრი - მარიონეტული სივრცე

სპექტაკლი ,,პატარა პრინცი’’ დაიდგა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ნაწარმოების მიხედვით.

სხვა მარიონეტული სპექტაკლებისგან განსხვავებით, აქ კონკრეტული მარიონეტები უნივერსალურია - მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. ისინი გვევლინებიან არა როგორც თოჯინები, არამედ ადამიანები.

რეალისტური დეკორაციები და ადამიანებზე მაქსიმალურად მიმსგავსებული მარიონეტები შეზღუდულ სივრცეში მსახიობებთან ერთად ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც ანიმაციური ფილმის პრინციპით გახლავთ წარმოდგენილი.

სპექტაკლი, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი.

არსებობს სპექტაკლის ორი ვერსია - ერთი - ცოცხალი შესრულებით, ხოლო მეორე - ანიმაციური ფილმის პრინციპით. (მსახიობები ცოცხლად სცენაზევე ქმნიან მულტიპლიკაციურ ფილმს).

რეჟისორული გადაწყვეტით, პატარა პრინცი მხოლოდ დედამიწაზე მოგზაურობს და ტრადიციული ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, ყველა პერსონაჟი პრინცს დედამიწაზე ევლინება. ეს არის ყველა პერსონაჟის განსაკუთრებული სიზმარი, სადაც ისინი ხედავენ თავიანთ ბავშვობას.

ფორმა: ანიმაციური ფილმის გადასაღები პავილიონი (სიზმარი).

იდეა: არ აქვს მნიშვნელობა ადამიანში თვისებებსა და თავისებურებებს , ბოროტია თუ კეთილი, მასში ყოველთვის ცოცხლობს პატარა პრინცი, რომელიც იბრძვის თავისი ვარდის უკვდავსაყოფად.

თემა: მარადისობა.

გიორგი ეკიზაშვილის თარგმანის მიხედვით

რეჟისორი: გიორგი ჩხაიძე

თოჯინების მხატვარი: მირანდა გურგენაძე

სცენოგრაფია: გიორგი ჩხაიძე მერი დარცმელიძე

კოსტუმების მხატვარი: მარინე ფრანგიშვილი

კომპოზიტორი: გიორგი ტრაპაიძე

რეჟისორის თანაშემწე: ნინო მუხაშარია

ტექნიკური რეჟისორი: შალვა გათენაძე

მონაწილეობენ:

მინდია ჩოხარაძე

ლევან მიდილიში

მარიკა ბულეიშვილი

ირინე ღლონტი

ვანო მაღლაკელიძე

მერი დიასამიძე

ჯანო ჯაიანი

ანრი ჩაგუნავა

ანასტასია მორჩილაძე

ეკა გვარამია

თარიღი
შაბათი, 29 იანვარი
17:00
12 ₾
კვირა, 30 იანვარი
17:00
12 ₾
სამშაბათი, 01 თებერვალი
17:00
12 ₾

მსგავსი ღონისძიებები

პატარა პრინცი
ბათუმის თოჯინების თეატრი - მარიონეტული სივრცე