Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მე, ფოიერბახი • ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის თეატრის ახალი სცენა
პრემიერა: 22-01-2022

სპექტაკლი გაიმართება "ახალ სცენაზე"

რეჟისორი - გიორგი ქლაინი

მხატვარი - კატო გელაშვილი

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

მონაწილეობენ : ზაალ გოგუაძე, ლაშა კონცელიძე , მარინა ბურდული

ავტორის შესახებ : ტანკრედ დორსტი გერმანელი,ცნობილი დრამატურგი გახლდათ,რომელმაც ევროპაში თეატრალურ ასპარაზზე აქტიურად მოღვაწეობა 60-იან წლებიდან დაიწყო; დორსტი მიუნხელში ცხოვრობდა და მუშაობდა. მის შემოქმედებაზე უიდესი გავლენა აბსურდის თეატრის დიდოსტატების იონესკოს,ჟიროდუს და ბეკეტის პიესებმა იქონია. 1990 წელს, გეორგ ბიუხნერის პრემიის მინიჭების შემდეგ,ტანკრედ დორსტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც გეორგ  ჰენსელმა აღნიშნა, რომ დორსტის პიესები დღევანდელობასთან პირდაპირ კავშირშია: "დორსტის პიესები ეხმაურება ცხოვრებისეულ ცვლილებებს,რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება დროის თანამგზავრი"

სპექტაკლის სიმოფსისი : ხშირად თეატრში მოსულ მაყურებელს იმ პროცესებზე,რმელიც თეატრში ხდება სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვს; სწორედ ამიტომაა თეატრი საინტერესო,რომ სცენაზე ხდება ადამიენბის გარდასახვა ისე, რომ ჩვენ მათ პერსონაჟებად ვიცნობთ და იშვიათად თუ დავფიქრებულვარათ როგორი ცხოვრება აქვთ რეალურად როლს გარეთ მყოფ ადამიანებს, რომელტა პროფესიაც მსახიობობაა. რა ხდება მაშინ როდესაც თეატრში მაყურებელი არ არის?! რა პრობლემებს აწყდებიან მასში მომუშავე ადამიანები?! რა კანონზომიერებას უსწრებს თეატრი მათ?! ვის აქვს თეატრში არსებობის უფლება?! ჩვენ- სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ,რმ სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს გავცეთ პასუხები ყველა იმ კითხვებზე, რომელიც უკავშირდება თეატრს და მასზე უზადოდ შეყავრებულ ადამინებს.

სპექტაკლი განხორციელდა აჭარის ავნომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

სალარო : თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამაული თეატრის ძირითად შენობაში მის: რუსთაველის № 1 სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა 12:00 დან 19:00 საათამდე

დამათებითი კითხვებისთვის  ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

 სალაროს ნომერზე : +995 0422 27 31 80 / 577 980 858

თარიღი
დღეს
19:00
15 ₾
ხვალ
19:00
15 ₾

მსგავსი ღონისძიებები

მე, ფოიერბახი
ბათუმის თეატრის ახალი სცენა