event-image
event-image

ბათუმის საბაგირო

აირჩიე ბილეთი
ბავშვები 5-11 წელი7 ₾
ზრდასრული30 ₾
ორგანიზატორი: ბათუმის საბაგირო
გოგებაშვილის ქუჩა 112-ბათუმი

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად ვიზიტირებადი მულტიფუნქციური გასართობი კომპლექსი „არგო“  მრავალფეროვან გამოცდილებას გთავაზობთ.  კომპლექსი ანურიის მთაზე, ზღვიდან 250 მეტრზეა განთავსებული და აერთიანებს საბაგირო გზას, რესტორანს, სუვენირების მაღაზიებს, ღვინის მაღაზიას, სეზონურ სანაყინე კაფეს და ღია პანორამულ ტერასას. 
საბაგიროთი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ბათუმის სიმაღლიდან დათვალიერების შესაძლებლობაა. თქვენს თვალწინ იშლება ბათუმის ძველი და თანამედროვე შენობები, ზღვისპირა ყურე  და ისტორიული ნაგებობები, ნაკლებად ცნობილი, ცენტრიდან დაშორებული დასახლებები.

 

ეს ქალაქის შეცნობის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი საშუალებაა.  ადგილზე ასულებს, კი პანორამული გადმოსახედი გელოდებათ, საიდანაც უსასრულო ზღვის ჰორიზონტის ფონზე სრულად მოსჩანს ბათუმის სილუეტი. იდეალური ადგილია სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად.

 

შენობის არქიტექტურა არგონავტების თემატიკით იქნა შთაგონებული და თავად შენობა აგრონავტების გემის ფორმას იმეორებს. საბაგირო გზის სიგრძე 2,5 კილომეტირა და მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 20 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები). ერთი მიმართულებით გზის დაფარვას დაახლოებით  10 წუთი სჭირდება.

 

გარდა ულამაზესი ხედებისა, არგო გამორჩეულ გასტრონომიულ გამოცდილებას გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები, დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო.

 

ზაფხულის მანძილზე შეგიძლიათ ფოლკლორულ საღამოებსაც დაესწროთ და ქართული ტრადიციული ცეკვებით, სიმღერებით და მასტერკლასებით იმხიარულოთ. აქვე შესაძლებელია სამახსოვრო სუვენირების შეძენაც.

 

გვესტუმრეთ და შექმენით თქვენი მოგონებები!