Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

"იავნანამ რა ჰქმნა?!" • ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარულები და პროფესიონალი მსახიობები წარმოგიდგენთ სპექტაკლს

ვახტანგ სარალიძის საკონცერტო დარბაზი/ ბელიაშვილის N68

7 ივლისს, 19:00-ზე პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის, „დაბრუნება“ და ART ეარის ორგანიზებით ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაყურებელი იხილავს დიასპორაში მცხოვრები ქართველი მოყვარული მსახიობებისა და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალი მსახიობებისგან შემდგარი დასის მონაწილეობით, საგანგებოდ შერჩეული ნაწარმოების, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“-ს მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერას.

უპრეცედენტო პროექტის ავტორი და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის ხელმძღვანელია თიკა სვანიძე ვენკო, რომლის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ემიგრაციაში და საქართველოში მყოფი პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები.

აღნიშნული სპექტაკლის მეშვეობით მოხდება მშობლიური ენის ფენომენის, როგორც ღირებულების აღქმა და ხაზგასმა იმ ემოციური კავშირების მეშვეობით, რასაც სპექტაკლი მაყურებლამდე მიიტანს.

პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნების კუთხით, ქართული თეატრის უნიკალური რესურსის გააქტიურებას და ემიგრაციაში ქართული კულტურული კერების შექმნას.

რეჟისორი - გეგა ქურციკიძე

რეჟისორის ასისტენტი - მანანა ხორბალაძე

პროექტის ხელმძღვანელი - ლალი თაბაგარი

მხატვარი - ლომგულ მურუსიძე

მუსიკალური გაფორმება - იმედა მურადაშვილი

ქორეოგრაფი - ბაქარ ხინთიბიძე

სპექტაკლში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები საქართველოდან - ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი, ბატონი ტრისტან სალარიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრი) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის ქართული დრამატული თეატრის მსახიობი ვიტალი სუყაშვილი.

სპექტაკლში მონაწილე ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარული მსახიობები და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრალური დასის „დაბრუნების“ წევრები: 

ბარბარა ფარჯიანი (ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”) 

თამარ (თამუნა) ითაშვილი (ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”) 

ლილე დარჩიაშვილი (ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”) 

ლეილა მიქია (ჰოლანდია, ამსტერდამი)  დავით კლდიაშვილი (კაუნასი, ლიეტუვა)

ფინანსური მხარდამჭერები:

ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური 

საქართველოს კულტურის სამინისტრო 

ფონდი, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ 

მეღვინოება თიესვი

მხარდამჭერები: 

ტურისტული კომპანია Tika Tours 

ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი 

ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”

აზერბაიჯანის რესპუბლიკა, კახის ქართული დრამატული თეატრი 

თეატრალური სტუდია ART PLAZA

თარიღი
დღეს
19:00
30 ₾

მსგავსი ღონისძიებები

"იავნანამ რა ჰქმნა?!"
ვახტანგ სარალიძის საკონცერტო დარბაზი/ ბელიაშვილის N68