Ajax Loader
Geo

თბილისის ბაროკოს ფესტივალი

7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით (7, 11, 16, 20, 24 ნოემბერი და 1, 7 დეკემბერი) თბილისის ბაროკო ფესტივალი შედგება და რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 7 კონცერტი გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები:

7 ნოემბერი - „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“

11 ნოემბერი - სალომე ჯიქია (სოპრანო), ქეთევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო), „ანჩისხატის მგალობელთა გუნდი“, „საქართველოს სინფონიეტა“

16 ნოემბერი - ანა ცარციძე (სოპრანო), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), თბილისის გუნდი ბაროკო, თბილისის კონსერვატორიის მაგისტრანტთა გუნდი, „საქართველოს სინფონიეტა“.

20 ნოემბერი - ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი), „საქართველოს სინფონიეტა“

24 ნოემბერი - სერგეი მალოვი (ვიოლინო, ჩელო და სპალა), „საქართველოს სინფონიეტა“

1 დეკემბერი - დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), „საქართველოს სინფონიეტა“

7 დეკემბერი - სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია), ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია), პრიშკა კომპლოი (ჰობოი, იტალია), აი იკედა (იაპონია)

მუსიკა ყველა კონცერტზე ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება. ამ შინაარსის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ ტარდება. „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს თბილის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც ასევე ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში და რომელსაც უკვე არაერთხელ მიუპყრია მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Email: info@orchestra.ge

ტელ.: 0790243349, +995 514 177 117

რისი გაკეთება გსურთ?