Ajax Loader
Geo

მე მქვია ლალი - "MONO ტრილოგიის" მეორე მონოდრამა • პროექტი MONO ტრილოგია

ყოფილი რკინიგზელთა სახლი

მეორე მონოდრამა "MONO ტრილოგიის" ფარგლებში.

"მე მქვია ლალი"

ახლო თუ შორეულ მომავალში "უფლებები მარტოობაზე არის კანონით განსაზღვრული, მეგობრობა დაცული და გარანტირებულია". ლალი არის "სინთეტიკა", რომელიც "ქალაქმა" "მომხმარებელს" დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად გაუგზავნა. მომავლის ყოველმხრივ "მოწესრიგებულ", "ოპტიმალურ" ყოფაში ტანჯვისა და განსაცდელის "ალბათობა არის ნულთან მიახლოვებული".

ტექსტის ავტორი და რეჟისორი - პაატა ციკოლია

მსახიობი - მეგი კობალაძე მხატვარი - ქეთი ნადიბაიძე

MONO ტრილოგიის შესახებ:

მონო ტრილოგია სხვადასხვა ავტორების მონოპიესებზე დადგმულ პაატა ციკოლიას სამ დამოუკიდებელ თეატრალურ წარმოდგენას აერთიანებს.

"წყლის პირას, მურყნის ჭალაში" (ლია ლიქოკელი)

"მე მქვია ლალი" (პაატა ციკოლია)

"ორანჟერეა" (ნატალია ბლოკი, თარგმანი - პაატა ციკოლია)

მონო ტრილოგია სამი სხვადასხვა ბიუგრაფიის პერსონაჟის, სამი განსხვავებული გარემოს, განსხვავებული კონფლიქტების, თუმცა, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემის კვლევაა. ადამიანები - როცა გარემო მათ თავისუფლების და თანასწორობის პერსპექტივას ართმევს, როცა დაუცველობისა და მარტოობის განცდა ერთადერთია, რასაც ბედისწერა სთავაზობს.

როგორ გვსჯის სოფელი?

რა ფუნქციას გვაკისრებს ქალაქი?

რას ელის მამა?

 

არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.