event-image
event-image

RAY BROWN JR

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: music live geo
სალარიძის საკონცერტო დარბაზი

15 ოქტომბერს რეი ბრაუნ უმცროსი პირველად გამოვა სცენაზე თბილისში, Salaridze event Hall-ში.

რეი ბრაუნი უმცროსი, გამოჩენილი ჯაზის მუსიკოსი და რეი ბრაუნისა და ელა ფიცჯერალდის ვაჟი.მან ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი Slow Down for Love, რომელიც შევიდა 2001 წლის საუკეთესო ჯაზ ალბომებში. მისი მეორე ალბომი "Committed from the Heart" გამოვიდა 2003 წელს. 2007 წელს მან გამოუშვა მესამე სოლო ალბომი Stand by Me. ხოლო 2008 წლის სექტემბერში, რეი ბრაუნ უმცროსმა გამოუშვა Friends and Family Duet Album, რომელშიც მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა: Jane Monheit, Melba Moore, James Moody, Maria Mulder, Dr. John, Dionne Warwick, Freda Payne, Sophie B. Hawkins, Paul Williams, Dr. Lonnie Smith, Dave Somerville, Kim Hoyer and Sally Kellerman, David "Fathead" Newman. ამ ალბომის ბონუს ტრეკი იყო რეის ჩანაწერი How High the Moon-ის მშობლებთან ერთად: ელა ფიცჯერალდი და ბრაუნ უმცროსი ვოკალზე და რეი ბრაუნ უფროსი კი ბასზე.

რეი ბრაუნი არის შესანიშნავი მომღერალი, შესანიშნავი მხატვარი და შესანიშნავი მთხრობელი. რეი ამბობს: “ჩემი შესრულების ფილოსოფია იმაში შედგება, რომ პირველ რიგში მაყურებელმა თავი უკეთ იგრძნოს, ვიდრე მოსვლისას, და ამას ვუმატებ ფრენკ სინატრასა და მამაჩემის აზრების ნაზავს: ყოველი შოუ ისე ჩაატარე, ვითომ იგი უკანასკნელია და არასოდეს არაფერი გააკეთო ნახევრად…” მის მიერ ბლუზის შესრულებაში იგრძნობა ელას სუნთქვა, პაუზებში კი იგი ყვება მოკლე ისტორიებს დიდი მომღერლისა და მისი გარემოცვის შესახებ, როგორც იტყვიან - პირველი ხელიდან.

ცოტა ხნის წინ რეიმ 70 წლის იუბილე აღნიშნა. მაგრამ ნამდვილი ჯაზის მუსიკოსი დაძველებულ ღვინოს ჰგავს - რაც უფრო ძველია, მით უფრო ღირებული. როგორც თავად რეი ბრაუნმა თქვა: 70 წლის ასაკში ცხოვრება ჯერ ჯიდევ იწყება!